Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს - წინასწარი შედეგები –  გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია და ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი კონკურსი (2023-24 შემოდგომის სემესტრი)

გაცნობებთ, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კონკურსში - სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ყველა სტუდენტმა (2-8 სემესტრი), რომელთაც წინა სემესტრის შეფასება ჰქონდათ 91 ქულა და მეტი (ასეთია 334 სტუდენტი), მოიპოვა სტიპენდია (იხილეთ სია). დროში შეზღუდულობის გამო, სია დამატებითი აქტივობების ქულებით გამოქვეყნდება რამოდენიმე დღეში (ეს არ აფერხებს სტიპენდიის მიღებას). სტატუსი სავარაუდო გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ სტუდენტი შეიძლება ამოღებულ იქნეს სიიდან თუ არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებიდან ერთერთს:

1.ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული;

2.ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხულია და მასზე  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის თანახმად, გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.

3. წინა სემესტრში შერულებული აქვს მინიმუმ 30 კრედიტი;

 

სიაში მყოფ სტუდენტებს, ვთხოვთ, სასწრაფოდ გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (შეიძლება ფოტოასლიც) და საბანკო რეკვიზიტი (PDF დოკუმენტი), პირადი ანგარიშის ნომრის მითითებით შემდეგ მეილზე: akaki.mikaberidze@tsu.ge  საბანკო რეკვიზიტის ჩამოტვირთვა ელექტორნულად PDF დოკუმენტის სახით შეგიძლიათ ინტერნეტბანკიდან (ზოგიერთი ბანკის მობაილბანკით აღნიშნული დოკუმენტის მიღება შეუძლებელია), ასევე შეგიძლიათ მობილური ტელეფონის ინტერნეტ-ბრაუზერიდან შეხვიდეთ თქვენს ინტერნეტ ბანკში.

სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცულობის მიზნით, სიაში წამოდგენილია "სტუდენტის ID", რომელიც ყველა სტუდენტს შეუძლია იხილოს საკუთარ lms.tsu.ge-ს ბაზაში, სტუდენტის პერსონალური ინფორმაციის განყოფილებაში.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თუ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასთან დაკავშირებით არის რაიმე სახის შეფერხება.

დამატებითი კონკურსი (2023-24 შემოდგომის სემესტრი)

რამდენადაც 23 ადგილი უნდა განაწილდეს სტუდენტებზე, რომელთაც აქვთ 91 ქულაზე ნაკლები, გთხოვთ, ასეთი ქულის მქონე სტუდენტებმა დაუყოვნებლივ 14 დეკემბრის 15:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მეილზე stipendiaeab@tsu.ge იხელმძღვანელეთ იგივე მოთხოვნებით, რაც იყოს ძირითადი კონკურსის დროს გამოცხადებული.

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხოლოდ მობილურ ნომერზე (მეილზე დროულად ვერ გიპასუხებთ): 577799740 

გისურვებთ წარმატებას!a